fbpx
საბერძნეთი

“ვაქირავებ ბინას, 200 ევროდ, ხანიელები ნუ გამომეხმაურებიან!” – “რასისტული” ვაკანსია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა

ხშირად შეგვხვედრია ვაკანსიები, ბინების გაქირავებასთან დაკავშირებით, როდესაც მეპატრონეებს უცნაური მოთხოვნები აქვთ და სურთ, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არსებული ბინა საკმაოდ ძვირად გააქირაონ და ამასთანავე, აქვთ თავისი კონკრეტული პირობები.

არის შემთხვევები, როდესაც მეპატრონეებს არ სურთ ბინა იქირავონ ადამიანებმა, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, როდესაც არ უნდათ, რომ სახლი გააქირავონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მაგრამ ვაკანსიამ, რომელმაც ბოლო დღეებია ინტერნეტ სივრცე მოიცვა, თავად ბერძნების მისამართით არის რასისტულად “განწყობილი”.

“ვაქირავებ  ოროთახიან ბინას, 200 ევროდ თვეში, ფართობი 56 კვადრატული მეტრი. ბინა ცენტრში მდებარეობს, მეორე სართულზე. არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, ასევე, ნუ გამომეხმაურებიან ხანიელები!” – წერს ბინის მეპატრონეს.

როგორც ჩანს, კრეტელებთან, კერძოდ, ხანიელებთან ურთიერთობის არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება აქვს…

 

 

onalem

ტესტ