fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 5 წლიანი პატიმრობა გოგოს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეგობრის სახლი მთლიანად გადაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს 20 წლის გოგოს, რომელმაც საკუთარი მეგობრის სახლი გადაწვა, ეჭვიანობის ნიადაგზე.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა გოგონა არასრულწლოვანი იყო, 2021 წელს. ეჭვიანობის ნიადაგზე მან კიდევ ერთ გოგოსთან ერთად, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო, ხალკიდიკიში, კერძოდ, პეფკოხორში მდებარე სახლს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მისი მეგობარი, რომელთანაც როგორც საქმის მასალები აჩვენებს, მისმა შეყვარებულმა უღალატა.

თესალონიკის სასამართლომ აწ უკვე 20 წლის გოგოს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა. რაც შეეხება მისი თანამზრახველის ჩვენებას, ირწმუნება, რომ არ იცოდა მეგობრის განზრახვები, ეგონა, რომ სახლში მხოლოდ იმის გამო მიდიოდნენ, რომ მეორე გოგონასგან ახსნა-განმარტება მოეთხოვათ, შესაბამისად, უნებლიედ აღმოჩნდა აღნიშნულ სიტუაციაში.

 

onalem

ტესტ