fbpx
საბერძნეთი

“Rapid ტესტი საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისთვის საბერძნეთში” – ნიკოს კაპრაველოს წინადადება

პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოს კაპრაველომ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების შეჩერების მიზნით, ახალი ზომების საჭიროებაზე ისაუბრა.

“ჩემი წინადადება შემდეგია: იმისთვის, რომ არ დაიკეტოს ვაჭრობა და “შავი” შობა არ გვქონდეს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს სიტუაციაში, ისევე, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდა. სკოლები ერთი კვირით მაინც უნდა დაიკეტოს. გერმანელები ამბობენ, თუ არ გაქვს გაკეთებული Rapid ტესტი, არ შეხვალ საჯარო ტრანსპორტში, მე ვამბობ, რომ საბერძნეთში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს იგივე ვალდებულება ძალაში. სრული კარანტინი, როდესაც ვაქცინა გვაქვს, უბრალოდ სასაცილოა.

დღეში 96 გარდაცვლილი და ახალი ვარიანტი, Omicron, გვაძლევს ზომების გამკაცრებაზე დაფიქრების საფუძველს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ტალღის შეჩერებას სხვანაირად. ვბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც პაციენტები რეანიმაციებს გარეთ იყვნენ შეერთებულები მართვითი სუნთქვის აპარატებზე,” აცხადებს პროფესორი და ექიმი.

ამრიგად, კაპრაველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ყურადღება მიექცეს საჯარო ტრანსპორტის მოხმარების საკითხს, თუმცა, მთავრობა მხოლოდ შემდეგ სამ ზომას განიხილავს, რომელიც შეიძლება მოქმედებაში შევიდეს:

  1. კვირაში ორის ნაცვლად სამი ტესტის გაკეთების ვალდებულება არავაქცინირებულებისთვის (სამსახურებში და ა.შ.) ან აღარ იყოს მისაღები სწრაფი, Rapid Test და მხოლოდ PCR, მოლეკულური ტესტი იყოს დამაკმაყოფილებელი.
  2. აბსოლუტური აკრძალვა აუცრელებს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში შესვლაზე (ანუ ტესტის პასუხით აღარ იყოს შესაძლებელი კაფეებში, ბარებში და მაღაზიებში შესვლა). გამონაკლისი დარჩება სუპერმარკეტები.
  3. პირბადის აბსოლუტურად ყველგან გამოყენების ვალდებულება, როგორც ვაქცინირებულების, ასევე არავაქცინირებულებისთვის, ანუ ღია სივრცეებშიც.

 

onalem

ტესტ