fbpx
საბერძნეთი

“მადლობა ეკუთვნით მათ და არა ჩვენ” – კრეტელებმა საბრძოლო ხომალდის ეკიპაჟს დიდი რაოდენობით ცხელი კერძები გაუგზავნეს

ბერძნული საბრძოლო ხომალდის ეკიპაჟი გააოგნა კრეტელების გულისამაჩუყებელმა ქმედებამ. გავრცელებული ინფორმაციით, იერაპეტრას მაცხოვრებლებმა და ასევე, რესტორნების რამდენიმე ქსელმა მოამზადა ცხელი საკვები, რათა ჯარისკაცებისთვის გაეგზავნათ… ადამიანებისთვის, რომელთა დამსახურებითაც, როგორც ამბობენ, თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ.

ირკვევა, რომ შეგროვდა წარმოუდგენელი რაოდენობის უგემრელესი კერძები, ასევე წვენები და წყალი, რომლებითაც ერთი ნავი გაივსო.

საბრძოლო ხომალდი 20 ივლისის შემდეგ ღია ზღვაში იმყოფება და თურქული პროვოკაციების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კრეტელებს სურდათ, რომ მათთვის მადლობა გადაეხადათ და ეგრძნობინებინათ, რომ ისინი არ არიან მარტო.

ადგილობრივების თქმით, აქ აქცენტი არ კეთდება საკვებზე, რადგან იციან, რომ მათ ყველაფერი აქვთ, უბრალოდ, ეს იყო გზა, რომ გამოეხატათ გვერდში დგომა.

onalem

ტესტ