fbpx
საბერძნეთი

ძლიერი სიცივე და თოვლი შაბათ-კვირას ატიკის რეგიონშიც კი – ნახეთ საგანგებო პროგნოზი

მეტეოროლოგ იანის კალიანოსის პროგნოზით, კვირის ბოლოსთვის საბერძნეთში კვლავ ძლიერი სიცივე ბრუნდება. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლი ატიკის რეგიონშიც კი.

“ამ წუთას ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამ წუთას, რასაც ვსაუბრობთ, შეიძლება შეიცვალოს, რადგან წინ კიდევ 5 დღე გვაქვს.

მომდევნო შაბათ-კვირისთვის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში მოხდება განსაკუთრებით ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც შესაბამისად, აცივებას გამოიწვევს ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ზუსტად არ ვიცით, თუ რომელ რეგიონებში ითოვებს, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში, არამედ დაბალმთიან რეგიონებშიც, მათ შორის ატიკასა და სტერეაში, ასევე, ევიასა და პელოპონისოში,” ამბობს კალიანოსი.

მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ ახლა მომდევნო სამ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ზუსტად დადგინდეს, ამინდის კურსი, რადგან მოსალოდნელია ცვლილებები.

onalem

ტესტ