fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემი შვილები ბრილიანტები არიან, მათ ბოლომდე დავიცავ” – არასრულწლოვან თავდამსხმელთა მშობლების განცხადება

15 და 17 წლის ბიჭების მშობლები მედიასთან ღიად პირველად საუბრობენ. როგორც უკვე ცნობილია, მოზარდები მას შემდეგ დააკავეს, რაც ომონიის სადგურში მეტროს თანამშრომელს დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ. მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა, რადგან გამეტებით სცემეს, განსაკუთრებით ერთ-ერთმა მათგანმა.

ბიჭების დედა ამბობს, რომ მისი შვილები არ არიან მოძალადეები და მათ გამო ყველაფერს გააკეთებს.

“ჩემს შვილებს ბოლომდე დავიცავ. მეტროს თანამშრომელმა თავად დააბულინგა ისინი, დაემუქრა და დაესხა თავს, შეურაცხყოფა მიაყენა მათ ოჯახს. 

პირველივე წუთიდან მჯერა იმის, რაც მითხრეს, ვიცი რა შვილებიც მყავს და ზუსტად ამიტომ ვიბრძოლებ. გამოვიდეს ბატონი და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 

როგორც დედა, ვიხდი ბოდიშს, ჩემი შვილების გამო, მაგრამ ჩემი შვილები ამ ზომამდე მიიყვანეს,” ამბობს ქალი.

რაც შეეხება დაკავებულთა მამას, ის ამბობს, რომ მისი შვილები ბრილიანტები არიან და ყველა მათ გარშემო შოკირებულია, ვერავინ იჯერებს მომხდარს, რადგან ბიჭები არ ხასიათდებიან მსგავსი ქცევით.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ