fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ფოსტამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს პირბადეები საჩუქრად გადასცა

საქართველოს ფოსტამვიზრუნოთ ერთმანეთზეკამპანიის ფარგლებში მომხმარებელს პირბადეები საჩუქრად გადასცა

საქართველოს ფოსტამ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად  წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებითვიზრუნოთ ერთმანეთზე“, მომხმარებელს საბერძნეთში, ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის 500-მდე ერთეული პირბადე საჩუქრად გადასცა.

მოგეხსენებათ, პირბადის ტარება პირდაპირ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციასთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვატაროთ პირბადე სწორად, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ის მარტივი და  უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ვირუსის გავრცელების შენელებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტამ COVID-19 ვირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. პანდემიის ფონზე, დღე პირველიდან, საქართველოს ფოსტისთვის ერთერთი უმთავრესი ამოცანა გახლდათ  მაქსიმალური სიფრთხილით ეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაეცვა სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად არ შეეწყვიტა სერვისების მიწოდება.

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს  საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.