fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: ახალი ჟურნალი სახელად “ოქროს საწმისი” ნაბიჯებს იდგამს

✔2018 წლის 10 ივნისს, 13:00, თეატრი “ალექსანდრია პოლიხოროს ტეხნის” (Αλεξάνδρεια πολυχώρος τέχνης) გაიმართება, ქართული ლიტერატურულ – საზოგადოებრივი ჟურნალის, “ოქროს საწმისი”-ს პრეზენტაცია.

✔ჟურნალი დაარსდა, ამა წლის 27 მაისს, ქალაქ ათენში, შემოქმედ ემიგრანტთა ჯგუფის ძალისხმევით, სადაც თავი მოიყარა, როგორც ემიგრანტთა, ასევე საქართველოში მცხოვრებ, ნიჭიერ თაობათა შემოქმედებამ.

✔ჟურნალში განთავსებულია სხვადასხვა ჟანრის რუბრიკები, თანამედროვე და კლასიკური, როგორც ქართული ასევე უცხოური, ლიტერატურული შედევრები, პუბლიცისტური წერილები, კრიტიკა და საზოგადოებრივი მოსაზრებები, დრამატურგიული ჩანახატები და პიესები…

✔ჟურნალს აქვს აგრეთვე საბავშვო გვერდი, სადაც განვათავსეთ სრულიად ახალი და სახალისო საბავშვო ლექსები და ზღაპრები, რაც ვფიქრობთ კიდევ მეტად გაუმდიდრებს ემიგრანტ ბავშვებს ცოდნის სამყაროს.

✔გეპატიჟებით ლიტერატურის მოყვარულთ და არა მარტო, ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაციაზე, რათა უკეთ გავიცნოთ პოეზიის ახალი და ნიჭიერი სახეები, როგორც აქ საბერძნეთში, ასევე საქართველოში

✔პრეზენაციაზე გელოდებათ საინტერესო სახეები, რომლებიც წარმოგიდგენენ ჟურნალის იდეისა და რუბრიკების შესახებ განხილვებს.

✔დასწრება თავისუფალია.
☎ ინფორმაცია: 6999024445, 699 494 0470
✔მისამართი: სპარტის ქ. 14, პლატია ამერიკის, თეატრი “პოლიხოროს ტეხნის ალექსანდრია”.

onalem

ტესტ