fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“სახლში, რომ შევედით ერთი ძმა დამწვარი ვიპოვეთ, მეორე კი საავადმყოფოში გადავიყვანეთ”- ტრაგედია კომოტინში

წარმოუდგენლად მძიმე წუთები გამოიარა ორმა ძმამ, რომელთაგან ერთი ცოცხალი აღარ არის. ხანძარი კომოტინში მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რომელსაც ადგილზე მისული მეხანძრეები ვერ კი მიუდგნენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება მალევე შესძლებოდათ.

შემთხვევა გუშინ ღამით, ლავირინთუს ქუჩაზე მოხდა. მეხანძრეებს ამის შესახებ პირველივე წუთებიდან გააგებინეს, ადგილზე მივიდა ათი მაშველი და ოთხი სახანძრო მანქანა, მაგრამ ტერიტორია იმდენად ვიწროა, მათი სახლთან მანქანებით მიახლოვება გაჭირდა.

“როცა სახლში შევედით, უკვე ძალიან გვიანი იყო ერთი ადამიანისთვის. ის დამწვარი ვიპოვეს, 38 წლის იყო და საკუთარი ძმის თვალწინ დაიწვა, რომელიც ცოცხალია და საავადმყოფოში გადავიყვანეთ,” აცხადებს სახანძრო ბრიგადის მეთაური.

onalem

ტესტ