fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კვირას, 3 ნოემბერს, მაღაზიები ღია იქნება!

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან საბერძნეთში საშემოდგომო ფასდაკლებები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ამ კვირას, 3 ნოემბერს, მაღაზიები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

კერძოდ, კვირას მაღაზიები ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ზოგიერთი მათგანი 20:00 საათამდე.

ფასდაკლებები ძალაშია 1-დან 10 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო დაწესებულებებს მოეთხოვებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ფასების მითითება, რათა ნათელი იყოს, თუ რამდენად არის დაკლებული მაჩვენებელი.

რაც შეეხება “შავ პარასკევს”, რომელსაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის, საბერძნეთში 29 ნოემბერს იქნება, ანუ ნოემბრის თვის მეოთხე პარასკევს.

ასევე, “საიბერ ორშაბათი”, რაც გულისხმობს ელექტრონულ შეძენას ანუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგს, საბერძნეთში 2 დეკემბერს იქნება.

onalem

ტესტ