fbpx
კრიმინალი

ძარცვა ვულიაღმენში: წაღებულია ნახევარი მილიონი ევრო, 100.000 ევროს სამკაულები და 70.000 ევროს საათები

ვულიაღმენში მდებარე ერთ-ერთ სახლში ნამდვილად კინემატოგრაფიული ძარცვა ჩაიდინეს. მძარცველები ბინაში შეიჭრნენ და მას შემდეგ, რაც თითოეული კუთხე გულდასმით შეამოწმეს, სეიფს მიაგნეს, სადაც 60 წლის მამაკაცი ნახევარ მილიონ ევროს ინახავდა.

როგორც ის ამბობს, წაღებულია 500.000 ევრო, სამკაულები, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ 100.000 ევროა და საათები, რომლებიც ყველა ერთად დაახლოებით 70.000 ევრო ღირს.

ძარცვის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როცა 60 წლის მამაკაცი დაბრუნდა, მაშინვე პოლიციაში დარეკა და დაიწყო გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის. აღებულია თითის ანაბეჭდები, რომელთა საფუძველზეც პოლიცია ფიქრობს, რომ მძარცველთა კვალზე გავა.

დაიკითხა სახლის პატრონიც, რათა გაირკვეს, ვინ იცოდა მის გარდა, თუ სად ინახებოდა სეიფი, სადაც მას ნახევარი მილიონი ევრო ედო.

onalem

ტესტ