fbpx
კრიმინალი

კორიდალოს ციხის ფსიქიატრიულიდან საშიში პატიმარი გაიქცა – ის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორიდალოს ციხეში, საიდანაც, როგორც ბერძნული მედია იუწყება, საშიში პატიმარი გაიქცა. მან ფსიქიატრიული განყოფილებიდან შეძლო გაღწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. ამ დროისთვის ვარაუდობენ, რომ მას გაქცევაში ვიღაც დაეხმარა, ვინც, სავარაუდოდ, შიდა ტერიტორიაზე მუშაობს.

მიუხედავად ამ ვარაუდისა, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა გზით შეძლო პატიმარმა ციხის კედლებიდან თავის დაღწევა.

მიმდინარეობს გამოძიება მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

onalem

ტესტ