fbpx
კრიმინალი

სერიოზული გამოძიება დამლაგებელ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც კიფისიაში, ვილაში მუშაობდა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 წლის ქალის საქმე, რომელიც კიფისიაში მდებარე ვილაში დამლაგებლად მუშაობდა და დამსაქმებელმა ტელეფონში ბავშვების შიშველი ფოტოები აღმოუჩინა. როგორც ირკვევა, ის აღნიშნულ სახლში მცირე ხნის წინ, სამსახურების ერთ-ერთი ოფისის რეკომენდაციით დასაქმდა.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის პოლიცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს ნეპალელ ქალთან დაკავშირებით, რადგან საქმე განიხილება პედოფილიის კუთხით და პოლიცია ამ ფაქტმა შესაძლოა კრიმინალურ დაჯგუფებამდე მიიყვანოს.

ოჯახმა ახალგაზრდა ქალი დაიქირავა, რადგან სახლისა და სამი ბავშვის მოვლას ერთდროულად ვერ ახერხებდა. ჩანს, რომ ის პირველ ვიზიტზე საკმაოდ მოკრძალებულად, თავაზიანად იქცეოდა და ცოლ-ქმრისთვის შეუძლებელი იყო შეენიშნა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის სამსახურში აყვანას.

არსებული ცნობებით, სახლიდან დაკარგულია 25.000 ევროს ღირებულების საათი, 7.000 ევრო, ნაღდი ფული და ამას გარდა, ქალბატონის საფულე, რომელშიც საკრედიტო ბარათები იყო.

პოლიციამ დაადგინა, რომ ნეპალელ ქალს ბავშვების შიშველი ფოტოები სამი კონკრეტული პირისთვის ჰქონდა გადაგზავნილი და ამჟამად ცდილობენ დააზუსტონ, ხომ არ არიან ისინი დაკავშირებული რომელიმე კრიმინალურ დაჯგუფებასთან. მისი განმარტება კი, რომლის მიხედვითაც, ფოტოებს “ხუმრობით”, გასართობად იღებდა, ცხადია ოფიცრებმა ცალსახად უარყვეს.

უცნობია, აღნიშნული სამი პირი იმყოფება საბერძნეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუმცა, ბერძნულმა მხარემ დახმარება უკვე ითხოვა ინტერპოლისგან, საქმის გამოსაძიებლად.

 

onalem

ტესტ