fbpx
პოლიტიკა

დღეს საღამოს პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო მიმართვით გამოვა – დახმარება მოსახლეობას მთავრობისგან

დღეს საღამოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო მიმართვით გამოვა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის.

მიცოტაკი დააანონსებს დახმარების პროგრამას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაჰპირდა ხალხს და ხვალიდან სამინისტროები უკვე დაიწყებენ მათ რეალიზებას. პრემიერის გამოსვლა დაახლოებით 18:30 საათისთვის არის დაგეგმილი.

საბერძნეთის მთავრობა გეგმავს დაეხმაროს ბიზნესს, მიწათმოქმედებს და რიგით მოქალაქეებს, ოჯახებს, ორმაგი მსოფლიო კრიზისის გამო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის გამო ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

ცხადია, დახმარების გეგმა პირველ რიგში უკავშირდება გაზისა და ელექტრო ენერგიის ფასების ზრდას, ყურადღების გამახვილებას ყველაზე რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე და ამას გარდა, საწვავის ფასის დარეგულირებას, რომ მოსახლეობამ საწვავში გადაიხადოს გაცილებით ნაკლები, ვიდრე ბენზინგასამართ სადგურებზეა მითითებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ დეტალურ ინფორმაციას საბერძნეთის პრემიერი საღამოს მოგვაწვდის და ცნობილი გახდება, რა შეღავათებით ვისარგებლებთ უახლოეს მომავალში, გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ