fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“მეშინია, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს კრიზისის მასშტაბებს, რომელიც გველის” – ალექსის ციპრასი

საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ვფიქრობ, მთავრობა ვერ აცნობიერებს ფინანსური კრიზისის იმ მასშტაბებს, რომელიც გველის. მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, მათ არ მიუღიათ არანაირი ზომა ეკონომიკისთვის. ხოლო ის ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა, არაჰორიზონტალურია და ათობით პროფესიულ სექტორს მხარდაჭერის გარეშე დატოვებს.

თუ ეს ასე გაგრძელდება, უმუშევრობის იმ დონეს დავუბრუნდებით, რომელიც 2014 წელს იყო. თუ მთავრობა არ ჩაერევა და არ გაყინავენ ბანკის ვალებს, სახლის აუქციონებს, ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაში არ იარსებებს ბიზნესი და ბიზნესმენი პრობლემების გარეშე.

რაც დღეს გვჭირდება, არ არის ზომები “ასპირინი”, არამედ ისეთი გეგმა, რომელიც მინიმუმ წლის ბოლომდე მოიცავს მთელ ეკონომიკას. ასევე, უნდა იყოს შესაძლებელი ბიზნესმენებისთვის უპროცენტო სესხების გაცემა.”

onalem

ტესტ