fbpx
საბერძნეთი

ბერძენ ექიმებს პაციენტის მუცელში 15 ბინტი ჩარჩათ – აუტანელი ტკივილი, რომლის გამოც ქალი ისევ საოპერაციოში მოხვდა

წარმოუდგენელი დაუდევრობის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალს გინეკოლოგიური ტიპის ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მისი ჭრილობა ისე გაკერეს, რომ მუცლიდან ბინტები არ ამოუღიათ.

ირკვევა, რომ ქალს ოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ საშინელი ტკივილები დაეწყო, რის გამოც ჯანმრთელობის ცენტრს მიმართა და უამრავი დამატებითი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუცელში სხვა ექიმების მიერ დავიწყებული დოლბანდები ჰქონდა.

ოფიციალური ცნობებით, მისი სხეულიდან ამოიღეს მინიმუმ 15 ბინტი.

ექიმების მსხვერპლმა პაციენტმა მათ წინააღმდეგ საჩივარი გუშინ შეიტანა და საქმეს ამ დროისთვის კომპეტენტური ორგანოები იძიებენ.

onalem

ტესტ