fbpx
საბერძნეთი

დიდი ტრაგედია თესალონიკში, ემიგრანტების ოჯახში: ქალმა თავისი ვაჟი სისხლის გუბეში იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია თესალონიკში, ომირუს ქუჩაზე მოხდა, სადაც ქალმა საკუთარი 41 წლის ვაჟი სისხლის გუბეში იპოვა, ხოლო მეუღლე ნახევრად უგონო მდგომარეობაში, მის გვერდით იწვა. როგორც ირკვევა, საუბარია ემიგრანტების ოჯახზე, წარმოშობით სომხეთიდან, რომელიც ბოლო 20 წელია ამ მისამართზე ცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი ვაჟი უკვე გარდაცვლილი იყო, მას თავის არეში აქვს მიყენებული სასიკვდილო დაზიანება.

მეზობლების განცხადებით, სომხების ოჯახიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა, მამა-შვილი სულ კამათობდა და იყო შემთხვევაც, როდესაც პოლიციაც კი გამოიძახეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ სიტუაცია კონტროლის არიდან გავიდოდა.

გუშინ ნაშუადღევსაც მოხდა მსგავსი შემთხვევა, მამა-შვილი ჩხუბობდა, მაგრამ ვინაიდან სომხურ ენაზე საუბრობდნენ, მეზობლები ვერ იგებდნენ, თუ რა იყო მათ შორის კამათის მიზეზი. ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ 41 წლის მამაკაცი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და მშობლებს ფულს სთხოვდა, რის გამოც დაპირისპირება ხდებოდა.

ამ დროისთვის მამაკაცის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მისი მამაა.

 

onalem

ტესტ