fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დღეს, 28 ოქტომბერს, არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შესვლა უფასოა

28 ოქტომბერს, საბერძნეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს, არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შესვლა უფასოა. როგორც მედია იუწყება, “ოხის” დღეს ვიზიტორებს აკროპოლის მუზეუმიც დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე უფასოდ უმასპინძლებს.

ცხადია, უფასო იქნება შესვლა მთელი დღის მანძილზე დიდებულ აკროპოლზეც.

ზოგადად, არქეოლოგიურ ტერიტორიებზე უფასოდ შესვლის დღეები შემდეგია:

6 მარტი
18 აპრილი
18 მაისი
სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირა
28 ოქტომბერი.

ამას გარდა, საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ, 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით, ყოველი თვის პირველ კვირას აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლა ასევე უფასოა.

onalem

ტესტ