fbpx
საბერძნეთი

200 ევროს ვაუჩერების გაცემა დაიწყო – ნახეთ, დაგიკმაყოფილდათ თუ არა მოთხოვნა

პროგრამის, “ტურიზმი ყველასთვის” ფარგლებში პასუხები უკვე ცნობილია და ბენეფიციარებს მიუვიდათ შეტყობინებები, მიიღებენ თუ არა ვაუჩერებს, რომელზეც იქნება დარიცხული თანხა 200 ევროდან და ზემოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენი ეკუთვნით.

ბენეფიციარებს შეტყობინება მისდით ელექტრონული ფოსტის ან მესიჯის სახით, შესაბამისად, თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ. ფოსტა, ვინაიდან შესაძლოა განაცხადი დაგიკმაყოფილდათ.

ამას გარდა, იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი განაცხადის კონკრეტული მდგომარეობა, უნდა შეხვიდეთ პლატფორმაზე: https://vouchers.gov.gr/tourism4all-2024

საჭიროა, რომ შეიყვანოთ თქვენი ტაქსინეტის კოდები და შემდეგ კოდი, რომელიც ტელეფონზე მოგივათ, შესაბამისად, ნახავთ, თუ რა შედეგი გაქვთ. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაელოდებით, რომ დაიბეჭდოს თქვენი ციფრული ბარათი, რომელზე დატანილი თანხითაც შეგიძლიათ, რომ გადაიხადოთ მომსახურების საფასური მაგალითად: სასტუმროში, რომელშიც თქვენი შვებულების დროს დარჩებით.

onalem

ტესტ