fbpx
საბერძნეთი

წვიმიანი ამინდი თითქმის მთელი საბერძნეთის მასშტაბით, თუმცა, მაღალი ტემპერატურა, 24 გრადუსამდე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა მთელი საბერძნეთის მასშტაბით არასტაბილური იქნება. მაისი წელს საკმაოდ უცნაურია, ისევე როგორც ზამთრის თვეები იყო უცნაურად მშრალი და თბილი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, წვიმიანი ამინდი ძირითადად მოსალოდნელია საბერძეთის ჩრდილოეთითა და დასავლეთით, პელოპონისოს (ახაიასა და ილიას) ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, ტემპერატურა არ დაიკლებს და 24 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ატიკაში დღეს შუადღეს მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ზოგადად, მსგავსი ამინდი შენარჩუნდება მთელი კვირის მანძილზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით.

როგორც სინოპტიკოსები აფასებენ, აპრილი და მაისი ბოლო წლების მანძილზე ყველაზე გრძელვადიანი არასტაბილურობით ხასიათდებიან, რაც არც თუ ისე ჩვეულებრივი მოვლენაა მიმდინარე სეზონისთვის.

ატიკაში მოსალოდნელია 14-დან 23 გრადუსამდე, თესალონიკშიც იგივე მაჩვენებლები დაფიქსირდება, ორივე რეგიონში პერიოდული წვიმები იქნება საღამომდე.

 

onalem

ტესტ