fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამლაგებელმა ოჯახიდან ტანსაცმელი და ოქრო მოიპარა და სამსახურიდან გაიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლარისაში მოხდა. დამლაგებელმა ქალმა ის ოჯახი გაძარცვა, სადაც მუშაობდა და შემდეგ სამსხურიდან გაიპარა.

როგორც საქმის მასალებიდან გახდა ცნობილი, ქალს მუშაობა მცირე ხნის წინ ჰქონდა დაწყებული, როდესაც დამსაქმებლის ნდობა მოიპოვა, სახლიდან ტანსაცმელი და ოქროს სამკაულები მოიპარა და იქაურობა ისე დატოვა, რომ დამსაქმელებს არც კი უთხრა, რომ სამსახურიდან მიდიოდა. მიუხედავად მისი ოსტატობისა, სახლის მეპატრონე სწრაფად მიხვდა, რომ დამხმარე ქალმა გაქურდა და პოლიციას შეატყობინა.

ოფიცრებმა მალევე მიაგნეს დამლაგებელს და ადგილზე აღმოუჩინეს როგორც მოპარული ტანსაცმელი, ასევე ძვირფასი სამკაულები, რომლებიც პატრონს დაუბრუნდა.

მედია იუწყება, რომ დამხმარე ქალი ბერძენია, მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ