fbpx
საზოგადოება

იანის ადეტოკუნბო ფსიხიკოში გადადის საცხოვრებლად – “სასახლე”, რომელიც 10 მილიონი ევრო ღირს და 1,500 კვ მეტრზეა გაშენებული

კალათბურთის ვარსკვლავი, იანის ადეტოკუნბო მთელი ოჯახით ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, ფსიხიკოში გადადის საცხოვრებლად და ცნობილ სახეებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე თავმდაბალმა სპორტსმენმა არ ითაკილა, რომ თავად ეტარებინა ყუთები ნივთების სახლში შესატანად.

ადეტოკუნბოები გადადიან სპეციალურად დაცულ კორპუსში, რომლის ღირებულებაც 10 მილიონი ევროა და ჯამში 1,500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. კალათბურთელი ძმებთან, მეუღლესთან, შვილებთან და დედასთან ერთად იცხოვრებს ფსიხიკოში.

როგორც ტელეკომპანია ΑΝΤ-ის სიუჟეტიდან ირკვევა, ამ უბანში კვადრატული მეტრის ღირებულება 2.000-დან 3.000 ევრომდეა, რაც ნიშნავს, რომ მიწა, რომელზეც კორპუსი გაშენდა, შესაძლებელია 4.000 ევროც კი ღირდეს. ამას გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის “ჭკვიანი სახლი”, რომელიც მთლიანად ელექტრონული სისტემით ანუ ტელეფონით იმართება.

onalem

ტესტ