fbpx
საზოგადოება

გულისამაჩუყებელი სცენა კრეტაზე: მამა და უნარშეზღუდული შვილი

კუნძულ კრეტაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფოტოზე მამა-შვილის გულისამაჩუყებელი სცენა აღბეჭდა. მათი დიდი სურვილი იყო სამარიას ხეობა ფეხით გადაელახათ.

მამას თავისი ქალიშვილი, რომელსაც სიარული არ შეეძლო, ზურგით მიჰყავდა და ცდილობდა გამძლეობა შეენარჩუნებინა.

მან ბავშვს აჭამა, შემდეგ ისევ ზურგზე შეისვა და გზა გააგრძელეს, რათა ძალიან ძლიერი სიცხის პირობებში არ ევლოთ და ბოლოში სწრაფად გასულიყვნენ.

როდესაც ადგილობრივმა მამაკაცს ჰკითხა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, მან უპასუხა, რომ უბრალოდ ფოტოები გადაეღო.

გოგონა მამას უთითებდა, თუ საით წასულიყვნენ, რადგან გზაზე ბევრი ლოდი იყო, რომლებზეც შესაძლოა ფეხი დასცურებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ისინი ამერიკელი ბერძნები იყვნენ და კრეტაზე ჩამოვიდნენ, რათა სამარიას ხეობა ფეხით დაელაშქრათ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, აქ არანაირი ალტერნატივა არ არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ხეობის სიგრძე 16 კილომეტრია, ეს მანძილი კი მათ ფეხით დაფარეს, რადგან მამას სურდა თავისი ქალიშვილის სურვილი აესრულებინა.

onalem

ტესტ