fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის საავადმყოფო: არარსებული ექიმები და სახელდახელოდ დამაგრებული ფანჯრები

ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი კეფალონიის საავადმყოფოში. კერძოდ, მან, გასულ ორშაბათს, მარტო იმუშავა და ზარების პასუხიდან დაწყებული პაციენტების მომსახურების ჩათვლით, ყველა სამუშაო თავად შეასრულა. მისი თქმით, მას ხვალაც ასეთ რეჟიმში მოუწევს ოპერირება.

ექიმის განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომლები არ ჰყოფნის არა მხოლოდ სამედიცინო კუთხით, არამედ საჭიროა ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დამატებაც.

“ეს სერიოზული რისკია, რომლის შედეგებზე პასუხს აუცილებლად მოითხოვენ პაციენტები და მათი ახლობლები, რომლებიც კლინიკაში და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში “არარსებულ” ექიმებს ეძებენ”, – აცხადებს კურატორი, გიორგოს ხრისტოდულაკი იმ ვითარებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მისთვის კარგად არის ცნობილი.

საჯარო წერილში, იგი აღნიშნავს: “არც მე და არც ჩემი რომელიმე კოლეგა არ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე”. იგი ხაზს უსვამს, რომ ისიც და მისი კოლეგებიც მზად არიან სამსახურიდან წასვლის თაობაზე, დღესვე დაწერონ განცხადება.

“მორალურად ვალდებული ვარ, რომ ყველამ გაიგოს არსებული ვითარება, იმ პაციენტებმაც, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში წვანან და მათაც, ვისაც სამომავლოდ დასჭირდებათ კეფალოონიის საავადმყოფოს მომსახურება. მათ გასაგონად ვამბობ, რომ როცა თქვენ გადაუდებელი დახმარება დაგჭირდებათ, განყოფილებაში ფიზიკურად არ იქნება შესაბამისი ექიმი”, – აცხადებს ბატონი ხრისტოდულაკი.

“პერსონალის სიმცირის გარდა, ბევრი სხვა საგანგაშო პრობლემაცაა. ჩვენი კაბინეტების ფანჯრებზე ე.წ. “ლეიკოპლასტი” არის გაკრული, რათა შიგნით წვიმა არ შემოვიდეს. გარდა ამისა, შენობის სახურავიდან წყალი ჟონავს”- დაამატა მან.

კეფალონიის საავადმყოფო 40,000 მუდმივ მაცხოვრებელს ემსახურება (ზაფხულის თვეებში კი მათ გასამმაგებულ რაოდენობას). POEDIN-ის განცხადებით, რომელიც ექიმის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა, საავადმყოფოში 2 კვალიფიციური პათოლოგი და ერთი დამხმარე მუშაობს, როდესაც, საავადმყოფოს მასშტაბებიდან გამომდინარე , 7 პათოლოგი და 4 კვალიფიციური ექთანი უნდა მუშაობდეს.

გარდა ამისა, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქციას ბიოპათოლოგიის დირექტორი ასრულებს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ასევე, უექიმოდ მუშაობს სისხლის დონაციის განყოფილებაც. ქირურგიულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 2 ქირურგია.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს ფანჯრები ლეიკოპლასტებით არის დამაგრებული.

 

onalem

ტესტ