fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ნამდვილი ზაფხული დგება – წვიმიანი ამინდების შემდეგ ტემპერატურა 35 გრადუსამდე იმატებს

საბერძნეთში ივნისის შუა რიცხვები გვაქვს და ამ დრომდე ნამდვილი ზაფხული ჯერ კიდევ დამდგარა. წვიმიანი ამინდები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ბევრ რეგიონში დიდი ზარალი გამოიწვია, თესალონიკის მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს სახლებისა და ეზოების ტალახისგან გაწმენდას, ზოგმა ოჯახმა დაკარგა ავტომობილები, რომლებიც წყალმა წაიღო.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ დღეიდან ქვეყანაში ზაფხული დგება და მომდევნო დღეებში ტემპერატურა 35 გრადუსსაც მიაღწევს. ჰაერი დასავლეთ მაკედონიაში გათბება 10-დან 26 გრადუსამდე, ჩრდილოეთ საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში კი, 11-დან 32 გრადუსამდე, იპიროში 10-დან 29 გრადუსამდე, თესალიაში 11-დან 31 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, იქროლებს სუსტი ქარი, ხოლო ტემპერატურა 19-დან 31 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ასევე მზიანი ამინდი, თუმცა, დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა პერიოდულად, ჰაერის ტემპერატურა 18-დან 29 გრადუსამდე იმერყევებს.

მომდევნო დღეებში ტემპერატურა, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 35 გრადუსამდეც აიწევს, შესაბამისად, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ სანაპიროებს თამამად მივაშუროთ.

onalem

ტესტ