fbpx
საბერძნეთი

მნიშვენლოვანი დღე საბერძნეთში: დღეიდან ახალი ზომები ძალაში შევიდა!

საბერძნეთში დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა – საზოგადოებას მოუწევს ახალი რეალობით ცხოვრება, რომელიც გულისხმობს პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულებას და ამავე დროს, გადაადგილების აკრძალვას 00:30 საათიდან 05:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ზომები ოფიციალურად დააანონსა საბერძნეთის პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკიმ და ძალაში შევიდა დღეს დილის 06:00 საათიდან.

“წითელ” და “ფორთოხლისფერ” ზონებში შემავალ რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ორივე მათგანი უნდა დაიცვას.

პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ:

ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ ღია სივრცეში.

ასევე მათ, ვინც მანქანაში ზის მარტო ან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც პირველი ხარისხის ნათესაობა აკავშირებს (ან ცხოვრობენ ერთად).

პირბადე სავალდებულოა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შესვენებების დროსაც.

რაც შეეხება გადაადგილებას აკრძალვის საათებში, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამო უწევთ ღამით გადაადგილება, უნდა წარმოადგინონ ოფიციალური ცნობა, რომელიც დაწერილი იქნება დამსაქმებლის მიერ.

ყველაფერი, რაც ზემოთ არის აღნიშნული, ხვალ 06:00 საათიდან შედის ძალაში ატიკაში, თესალონიკში, სერესში, ზაკინთოზე, მიკონოსზე, ახაიაში, თირაში, ირაკლიოში (კრეტა), იოანინაში, კარდიცაში, ლესვოსზე, ტრიკალაში, ვიოტიასა და ლარისაში.

წარმოგიდგენთ დეტალურ რუკას:

onalem

ტესტ