fbpx
საბერძნეთი

დროის ცვლილება საბერძნეთში – როდის უნდა გადავწიოთ საათი?!

საბერძნეთში, ტრადიციულად, საათებს შემოდგომაზე ისევ ვწევთ, რათა ზამთრის დროზე გადავიდეთ. როგორც ცნობილია, ეს ხდება ოქტომბრის თვის ბოლო კვირას.

ამრივად, 2020 წელს საბერძნეთში საათებს ერთი საათით უკან გადავწევთ 25 ოქტომბერს. ეს ნიშნავს, რომ დროის ცვლილება მოხდება დღეს ღამით, 04:00 საათზე.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საათის ცვლილება უნდა შეწყდეს 2021 წლის მარტში, თუმცა, იმ ქვეყნებმა, რომელთაც ზამთრის დროის შენარჩუნება უნდათ, საათი ბოლოჯერ 2021 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას უნდა გადაწიონ.

რატომ დაიწყეს საათის გადაწევა?!

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონაური გამოყენებისა და ამ სახით ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს. რესურსების ეკონომიის აუცილებლობა კი პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როდესაც საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. პიონერები კი გერმანელები იყვნენ.

რომელი ქვეყნები წევენ დღემდე საათს?!

2017 წლის მონაცემებით საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს. მათ შორის, ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყანა.

აფრიკაში დროის სეზონური გადაწევა მხოლოდ ბურკინა-ფასოში, მაროკო და ნამიბიაში ხდება. სამხრეთ ამერიკაში დროით მანიპულაცია აქტუალურია ბრაზილიისთვის, ჩილესა და პარაგვაისთვის. ასევე ირანისთვის, ისრაელისთვის, იორდანიისთვის, ლიბანისთვის, კვიპროსისთვის, ფილიპინებითვის და სირისთვის. გარდა ამისა, საათის ისარს წევენ აშშ-სა და კანადაში, ასევე მექსიკაში, კუბაში, ბერმუდისა და ბაჰამის კუნძულებზე.

რაც შეეხება ავსტრალიას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, სადაც საათის ისრის გადაწევა გადაწყვიტეს, მაგრამ დღეისთვის ქვეყნის ზოგიერთი რეგიონებმა სეზონურ გადაწევაზე უარი თქვა.

onalem

ტესტ