fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასების შემოჭრა რამდენიმე დღეში საბერძნეთში – საკის არნაუტოღლუს საგანგებო პროგნოზი

საბერძნეთში უკვე იგრძნობა მცირედი სუსხი, რაც სეზონისთვის დამახასიათებელია, თუმცა, სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ, ავრცელებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღეში კიდევ უფრო აცივდება. მთიან რეგიონებში უკვე მოთოვა კიდეც და ტემპერატურა უბრუნდება შემოდგომის შესაბამის მაჩვენებლებს.

სინოპტიკოსი ავრცელებს რუკებსაც, რომლებზეც ჰაერის მასების გადაადგილება ჩანს და აღნიშნული რუკები ეყრდნობა ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მოდელს.

არნაუტოღლუ პროგნოზირებს შაბათ-კვირას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცივი ჰაერის მასების შემოჭრას და ტემპერატურის კიდევ უფრო კლებას. ის აღნიშნავს, რომ ქარები ხვალიდან თანდათან გადაადგილდებიან სამხრეთის მიმართულებით და პარასკევის ჩათვლით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პერიოდულ წვიმას გამოიწვევს.

ათენში იწვიმებს ოთხშაბათიდან, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 18-19 გრადუსამდე დაფიქსირდება.

onalem

ტესტ