fbpx
პოლიტიკა

“გვინდა შევამციროთ მტრები და გავზარდოთ მეგობრების რაოდენობა” – ერდოღანი საბერძნეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს გამოთქვამს

სულ რაღაც 18 დღეში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ათენს ეწვევა თავისი დელეგაციით და როგორც ჩანს, ეს ვიზიტი ძალიან მასშტაბური იქნება. ოფიციალური პირებისა და დიპლომატების გარდა, მასთან ერთად ჩამოვლენ ბიზნესმენებიც და შეხვედრებს გამართავენ ბერძენ კოლეგებთან.

ბერძნული მხარის მიერ გაგზავნილი მესიჯი პოზიტიურია და აშკარაა სურვილი, რომ დასტაბილურდეს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის. როგორც მიცოტაკი აღნიშნავს, ეს ყველაფერი აუცილებელია: “ჩვენ განვიხილავთ საზღვაო ზონების დემარკაციის საკითხს, დარწმუნებული არ ვარ, რომ შევთანხმდებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივიდეთ უკიდურეს ზომებამდე. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ გულიბრყვილო, რადგან მინახავს თურქეთის “სახის შეცვლა”, რომელიც საბოლოო ჯამში არ იყო რეალური, მაგრამ ახლა მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი,” ამბობდა მიცოტაკი.

რაც შეეხება ერდოღანს, თავის მხრივ განაცხადა: “იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ აღნიშნა და ჩვენი საბერძნეთთან ურთიერთობა უკეთეს ეტაპზე გადავა. გვინდა, რომ შევამციროთ მტრები და გავზარდოთ მეგობრების რაოდენობა, ვიმედოვნებ, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამთ.”

onalem

ტესტ