fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან, 20 ნოემბრიდან, “შავი პარასკევის” კვირა იწყება – გრანდიოზული ფასდაკლებები საბერძნეთში

საბერძნეთში 20 ნოემბრიდან მაღაზიებში უკვე გრანდიოზული ფასდაკლებების აბრებს დავინახავთ, ვინაიდან მომდევნო კვირა “შავი პარასკევის” კვირაა.

კონკრეტულად “შავი პარასკევი” უწევს 24 ნოემბერს, მაგრამ უკვე საკმაო ხანია, რაც მაღაზიები გვთავაზობენ ფასდაკლებებს რამდენიმე დღის მანძილზე, რადგან ერთი დღე ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მსურველმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებებით, მეორეს მხრივ კი, პერსონალმაც გაცილებით მარტივად შეძლოს თავის გართმევა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე.

როგორც უკვე ცნობილია, “შავი პარასკევის” შემდეგ, სამ დღეში, მოდის ასევე Cyber Monday, რაც ნიშნავს გრანდიოზულ ფასდაკლებებს მხოლოდ ონლაინ შენაძენებზე.

საბერძნეთის სავაჭრო ასოციაცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს ვაჭრობისას, როგორც ფიზიკურად მაღაზიაში მისვლისას, ასევე ონლაინ ვაჭრობისას, ვინაიდან ფასდაკლებების დროს ხშირია თაღლითობის შემთხვევები.

 

onalem

ტესტ