fbpx
საბერძნეთი

პოლიციის კონტროლი და მასშტაბური ოპერაციები ათენში – დაკავებულია 5 ადამიანი, ორი ქალი და სამი მამაკაცი

საბერძნეთის პოლიციამ ათენის სამხრეთ გარეუბნებში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, კონტროლის შედეგად დაკავებულია ხუთი ადამიანი, ორი ქალი და სამი მამაკაცი.

როგორც ირკვევა, ოპერაცია ორიენტირებული იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე და კონტროლი განხორციელდა ვარის, ნეა სმირნისა და პალეო ფალიროს ტერიტორიებზე, კონკრეტულ პირებს მფლობელობაში აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ნეილონის საშუალებით ჰქონდათ შეფუთული.

ჯამში ამოიღეს 14 პაკეტი, კერძოდ, 15 კგ მარიხუანა, ასევე, კოკაინი.

აღნიშნულ ოპერაციას წინ უძღვოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედი ორგანოს სამუშაოები, რომელთა საშუალებითაც დაადგინეს დამნაშავეთა პროფილები, შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა და მოხდა კონკრეტული პირების დაკავება.

უცნობია პოლიციის მიერ აყვანილთა ეროვნება.

onalem

ტესტ