fbpx
საზოგადოება

“მინდოდა ბავშვი მეღიარებინა, მაგრამ არ მთანხმდებოდა, არ ვიცი, რამდენად ცუდად იყო მისი დედა” – რას ამბობს 11 თვის გოგონას მამა

11 თვის გოგონას მამა მედიასთან პირველად საუბრობს ღიად და აცხადებს, რომ ბავშვის აღიარება უნდოდა, მაგრამ 29 წლის ქალი ამის საშუალებას არ აძლევდა, არ თანხმდებოდა.

“მე მინდოდა, რომ ბავშვი შვილად მეღიარებინა და ჩემი პასუხისმგებლობები ამეღო. მისი დედა უფლებას მაძლევდა რომ ბავშვი მენახა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ამის წინააღმდეგიც იყო. ბოლო პერიოდში, ოქტომბერ-ნოემბერში, ბავშვი სახლში მიმყავდა ხოლმე. როდესაც ჩემს ადვოკატს ვესაუბრე მითხრა, რომ ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან თუ ბავშვს რაიმე დაემართებოდა, მე ვიქნებოდი პასუხისმეგებელი პირი.

რაც შეეხება მის დედას, არ ვიცი, არ შემიძლია განვსაჯო. ხან კარგად იყო, ხან ცუდად, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მე მხოლოდ ბავშვის აღიარებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვთანხმდებოდით, ახლა კი, ჩემი ანგელოზი დავკარგე,” აცხადებს მამაკაცი.

აღსანიშნავია, 29 წლის ქალის ბაბუის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, მან შვილი ყოფილ პარტნიორზე შურისძიების მიზნით მოკლა. ამ დროისთვის ის თესალონიკშია გადაყვანილი, რათა ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდეს.

onalem

ტესტ