fbpx
საზოგადოება

ფეი სკორდამ ტელეკომპანია ΑΝΤ დატოვა – ტელეწამყვანის გამომშვიდობება კოლეგებთან და მაყურებელთან

ფეი სკორდამ ტელეკომპანია ΑΝΤ დატოვა და 9 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საკუთარ კოლეგებსა და მაყურებელს გამოემშვიდობა.

“როგორც იცით, არაფერი მაქვს მომზადებული. მხოლოდ ერთი წუთი დამითმეთ, რომ გისურვოთ კარგი ზაფხული, მაგრამ ერთ წუთში ვერ ჩავატევ მთელ ამ 9-10 წელს, რომელიც ტელეკომპანია ΑΝΤ-ის ოჯახში გავატარე.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან მართლაც ჩემი ოჯახი ხართ… რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულში გიხუტებენ. ბოლო დღეებია თვალებში გიყურებთ და მინდა დიდი მადლობა გითხრათ. ეს არის ურთიერთობები, რომლებიც რჩება.

კარგი ზაფხულის გატარებას გისურვებთ, მიყვარხართ ყველა,” თქვა ფეიმ.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ