fbpx
საზოგადოება

“ფიცს ვდებ, რომ ჩვენს შვილებს გავზრდი და იამაყებენ, რომ მათი მამა იყავი” – 39 წლის მუსიკოსის მეუღლის ემოციური სიტყვები

დიმიტრი ბელუ, სრულიად ჯანმრთელი 39 წლის მამაკაცი, კორონავირუსმა დაამარცხა. ის ცნობილი DJ იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა კოვიდ-19-ს, რომელმაც საბოლოოდ სძლია.

მას მეუღლე და ორი გოგონა დარჩა, რომელთაგან მეორე მხოლოდ რამდენიმე დღის არის. გარდაცვლილ ქმარს ქალმა ემოციური სიტყვები მიუძღვნა და ბევრ ადამიანს აუჩუყა გული:

“რა შემიძლია გითხრა… რამ შეიძლება შემიმსუბუქოს ეს ტკივილი. 4 წელიწადში ორი ანგელოზი მაჩუქე. მაჩუქე ყველაზე ძლიერი და ლამაზი წუთები და მერე ასე უცებ დაგვტოვე… არ გადანაშაულებ, ვიცი, რამდენი იბრძოლე, რომ უკან, ჩვენთან დაბრუნებულიყავი. ფიცს ვდებ, რომ ჩვენს შვილებს გავზრდი საუკეთესო გზით, რაც შემიძლია და იამაყებენ, რომ მათი მამა იყავი. შენ იყავი საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, ძმა, მამა, ვაჟი… და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი გულის DJ. ძალიან გვიყვარხარ, მე, შენს მართას და დიმიტრას… ღმერთო, გაუფრთხილდი!”

onalem

ტესტ