fbpx
საზოგადოება

ლამია: ორი მოზარდი 15 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა – ერთს პარალიზების საფრთხე ემუქრება

lamiareport.gr ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ლამიაში ორი მოზარდი მშენებარე კორპუსიდან გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე გადმოვარდა. ბავშვები ბიძაშვილები არიან, 18 და 14 წლის.

კერძოდ, ისინი ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, შენობაში შევიდნენ და სართულებზე დადიოდნენ. მათ სიბნელეში ვერ დაინახეს ჩასავარდნი ადგილი და მეორე სართულიდან გადავარდნენ.

ცნობილია, რომ ისინი შენობის სასარდაფე ტერიტორიაზე დაეცნენ, რომელიც 12-15 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სამწუხაროდ, 18 წლის ბიჭი სერიოზულად დაშავდა და ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა სიარულს ვეღარ შეძლებს, ხოლო 14 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორივე მათგანი ლამიას საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილობრივი მედია შენობის ფოტოებსაც ავრცელებს:

onalem

ტესტ