fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთს ამ ზამთარს მხოლოდ ბრძნული გადაწყვეტილებები გადაარჩენს” – ვასილის კიკილიას

დღეს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი საგანგებო ეთერით გამოვიდა და მოსახლეობას ეპიდმდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირკვევა, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 87 ადამიანი. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რიცხვი 597-ს უდრის და როგორც კიკილიასი აცხადებს, ვითარება მძიმეა, მაგრამ სისტემა ჯერჯერობით უძლებს:

“ასეთი პანდემიის დროს უმნიშვნელოვანესია მონაცემთა გამჭვირვალობა და სისწორე. ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვართ. ჯანდაცვის სისტემა განიცდის ზეწოლას, რომელსაც ჯერჯერობით უძლებს, მაგრამ ამ ზამთარს საბერძნეთს მხოლოდ ბრძული გადაწყვეტილებები გადაარჩენს და არა ბევრი ლაპარაკი. 

საბერძნეთი ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეიძინა PCR ტესტები და მათი გამოყენება გაგრძლედება. 

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელთა რიცხვი გასამმაგდა ბოლო პერიოდში და მათმა რიცხვმა 2.500-სს მიაღწია, რაც სასიხარულო ფაქტია.”

საბერძნეთში პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ჩატარებულია 2.290.659 ტესტი კორონავირუსზე, საიდანაც გამოვლენილია 97.288 დადებითი პასუხი, გარდაცვლილთა რიცხვი კი საერთო ჯამში 597-ს უდრის.

 

onalem

ტესტ