fbpx
პოზიტივი

“ქართულ ცეკვაში არ არის სისუსტისა და სინაზის ადგილი” – ბერძნულმა მედიამ ქართულ ცეკვას სტატია მიუძღვნა

“ქართული ცეკვა ნამდვილად განსაკუთრებულია. მამაკაცები ცერებზე ცეკვავენ. არ აქვთ არანაირი დაცვა ფეხებზე და არ ატარებენ პუანტებს. მათ აცვიათ მხოლოდ თხელი ტყავის ჩექმა და ცეკვავენ საკუთარ ცერებზე. ეს არის ურთულესი,” ამბობს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი.

ბერძნულმა მედიასაშუალებამ, Lifo-მ, საკუთარ გვერდზე სპეციალური სტატია დაუთმო ქართულ ცეკვას და ვიდეოში გადმოსცა ყველა ის დეტალი, რომელიც აღწერს და ახასიათებს დიდებულ, ქართულ ცეკვას.

გარდა ამისა, აღნიშნულია ერთი მონაკვეთი ფილმიდან, “და ჩვენ ვიცეკვეთ”, სადაც მასწავლებელი მოსწავლეს ეუბნება, რომ ქართულ ცეკვაში არ არის სინაზისა და სისუსტის ადგილი.

ვიდეო და სტატია ბერძნულ ენაზე იხილეთ აქ: https://www.lifo.gr/videos/lifo_picks_planetearth/302525/ston-georgiano-xoro-den-xora-adynamia-kai-malthakotita

onalem

ტესტ