fbpx
საზოგადოება

რთული დღე ათენში: როგორ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი დღეს?!

კარანტინის პირობებში კი, საზოგადოების ნაწილი მუშაობას აგრძელებს და გადაადგილებისთვის საჯარო ტრანსპორტს იყენებს. დღეს, 26 ნოემბერს, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება შედარებით შეზღუდული იქნება, ვინაიდან საჯარო ტრანსპორტის ნაწილი გაფიცვას აცხადებს.

როგორც უკვე ცნობილია, 24 საათის მანძილზე არ იმოძრავებს მეტრო და ელექტრო მატარებელი, ხოლო ტრამვაი მუშაობას შეაჩერებს საღამოს 18:00 საათზე და არა დილიდანვე, როგორც ეს თავიდან ვრცელდებოდა.

გემები რეისებს არ შეასრულებენ ასევე 24 საათის მანძილზე.

რაც შეეხება ტროლეიბუსებსა და ავტობუსებს, იმოძრავებენ ჩვეულ რეჟიმში.

დღეს შრომის სამინისტროსთან მოსალოდნელია აქციების გამართვა, რომელთაც პოლიციის ახალი ოფიცრები დაარეგულირებენ.

onalem

ტესტ