fbpx
პოლიტიკა

კარანტინის 1 კვირით გაგრძელება და ახალი ზომები 24 დეკემბრიდან – მოსალოდნელი ცვლილებები საბერძნეთში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა მიმდინარე კვირაში მიღებულ იქნას მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებები. როგორც აქამდე იყო ცნობილი, გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 30 ნოემბრამდე, თუმცა, კირიაკოს მიცოტაკი კარანტინის კიდევ 1 კვირით გადავადებას გეგმავს, ვინაიდან ეპიდსიტუაცია საბერძნეთში კვლავ მძიმე რჩება.

ამრიგად, სავარაუდო გეგმა ასეთია:

  • 6 დეკემბერს კარანტინის პირობების მოხსნა.
  • 7 ან 14 დეკემბერს სკოლების გახსნა, რათა მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ.
  • 14 დეკემბერსვე შესაძლოა გაიღოს მაღაზიები, რათა ვაჭრობა ამუშავდეს. (თუმცა იმოქმედებს ონლაინ ვაჭრობის პრინციპი)
  • და საბოლოო ეტაპზე გაიღება კაფეები და ტავერნები. ბარები დაკეტილი იქნება მთელი სადღესასწაულო პერიოდის მანძილზე.

გარდა ამისა, არსებობს ახალი ზომები, რომლებიც ძალაში იქნება 24 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით:

  • გადაადგილების აკრძალვა მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში.
  • გადაადგილების აკრძალვა ზამთრის კურორტების მიმართულებით.
  • ყველა სათხილამურო კურორტი საბერძნეთში უნდა იყოს დაკეტილი.
  • აიკრძალება 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.
  • სასტუმროების დარბაზები შობის ღამეს უნდა იყოს დახურული.

ასევე, შესაძლოა მთავრობამ დააწესოს აკრძალვა გადაადგილებაზე შობის წინა ღამესა და ახალი წლის წინა ღამეს, მომდევნო დილამდე.

 

onalem

ტესტ