fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“მინიმალური ხელფასი 800 ევრო და ქირის შემცირება, 140 ევროდან 350 ევრომდე, ახალგაზრდებს” – ალექსის ციპრას

ალექსის ციპრამ პარტიის ყრილობაზე წამოაყენა ახალგაზრდებზე ორიენტირებული რამდენიმე წინადადება/გეგმა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში 40 წლამდე პირები შეღავათებით ისარგებლებენ.

“სირიზას” ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ “ახალი დემოკრატიის” მმართველობის პირობებში მთავრობამ ახალგაზრდობა “თვალში ამოიღო” და სოლიდარობის ნაცვლად, პერიოდულად ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლიც კი გახდა. მან მაგალითად მოიყვანა ნეა სმირნის ინციდენტი, შემთხვევა, როცა კინოებიდან გამოაძევეს მოსწავლეები, რომლებიც ფილმ ჯოკერს უყურებდნენ და ასევე, უნივერსიტეტებში ადგილების მცირე რაოდენობა, რის გამოც, პოტენციურ სტუდენტთა დიდი ნაწილი სასწავლებლებს გარეთ დარჩა.

“ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ ეს თაობა გახდეს ძირითადი მასალა ახალი საბერძნეთის ასაშენებლად. ახალი საზოგადოების შესაქმნელად, რომელსაც ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ. უნდა შევქმნათ სოციალური სამართლიანობის და პროგრესის საბერძნეთი, რომელიც დიდ სივრცესა და გასაქანს მისცემს ახალაგზრდობას. 

გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რომ მინიმალური ხელფასი 800 ევრო გახდეს, კვირაში 35 საათიანი განრიგისთვის. ჩვენი მიზანია, დღეს ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ შეუძლია ჰქონდეს ოცნებები და ამბიციები. ამიტომ, მეორე ნაწილი მოიცავს დახმარებას, საცხოვრებელთან დაკავშირებით. ბინის ქირაობის შემთხვევაში მესაკუთრეს გადასახადები უნდა შეუმცირდეს იმ პირობით, რომ შეამცირებს ქირასაც. 40 წლამდე წყვილებისთვის შეღავათი 140 ევრომდე იქნება კვირაში, ხოლო წვილისთვის, ორი ბავშვით, შეღავათი იქნება 350 ევრომდე.

ახალგაზრდები არ არიან უდარდელნი, არ არიან გულგრილები და აპოლიტიკურები. ისინი გრძნობენ ძლიერ დაუცველობას თავიანთ აწმყოსა და მომავალთან მიმართებაში. საბერძნეთს დღეს ახალგაზრდობა ამოძრავებს,” განაცხადა ალექსის ციპრამ.

 

onalem

ტესტ