fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 61 წლის მწყემსს დათვი დაესხა თავს – მამაკაცი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა

გავრცელებული ინფორმაციით, მერკადას მთიან ტერიტორიაზე ბერძენ მწყემსს დათვი დაესხა თავს. მამაკაცი, ფაქტობრივად, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, რასაც თავადაც აღნიშნავს.

61 წლის მწყემსი კარპენისის საავადმყოფოში მიიყვანეს პირველადი დახმარების გასაწევად, ვინაიდან მიყენებული აქვს დაზიანებები ძირითადად სახისა და თავის არეში.

“ძაღლები ყეფდნენ და ამიტომ მივედი, რომ მენახა, თუ რა ხდებოდა. ზუსტად იმ მომენტში დამესხა თავს. გადავრჩი, რადგან თვითონ უნდოდა, იქაურობას გაცლოდა, თორემ თავდასხმა რომ გაეგრძელებინა, ვერანაირად ვერ გადავრჩებოდი,” ამბობს მამაკაცი.

იხილეთ კადრი:

onalem

ტესტ