fbpx
საბერძნეთი

თურქებმა, გემ “Ελ. Βενιζέλος”-დან, კარანტინი დაარღვიეს და 5.000 ევროთი დაჯარიმდნენ

გემი, “Ελ. Βενιζέλος”, ამ დრომდე საბერძნეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორტზე კორონავირუსით ინფიცირების 120 შემთხვევა იყო დადასტურებული. ინფიცირებულები გემზე დატოვეს, ხოლო ის მეზღვაურები, რომელთაც ვირუსი ტესტის შედეგად არ დაუდასტურდათ, გლიფადაში, ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, რათა 14 დღე იქ გაჩერებულიყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ კარანტინი დაარღვია და სასტუმროდან გარეთ გავიდა. პოლიციამ მაშინვე დაიწყო მათი ძებნა და რამდენიმე საათში იპოვეს.

როგორც ხარდალიასმა განაცხადა, ამ ადამიანებისთვის კარანტინის რეჟიმი შაბათს სრულდება და 140 მათგანი საკუთარ ქვეყნებში უნდა გაემგზავროს.

ჩანს, რომ თურქებმა კიდევ ორი დღე ვერ მოითმინეს, კარანტინი დაარღვიეს და შედეგად 5.000 ევროთი დაჯარიმდნენ.

გარდა ამისა, დაიწყო მათი სისხლის სამართლებრივი დევნა.

onalem

ტესტ