fbpx
ჯანმრთელობა

“ჩვენს ქვეყანაში ვირუსი ნელ-ნელა სუსტდება და საბოლოოდ ქრება” – სოტირის ციოდრასის ოპტიმისტური განცხადებები

დღეს პროფესორმა სოტირის ციოდრასმა, მას შემდეგ, რაც ინფიცირების მხოლოდ 25 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, ისაუბრა R0 ინდექსზეც.

RO ინდექსი აჩვენებს, თუ რა დინამიკით ვრცელდება კორონავირუსი ინფიცირებულისგან სხვა ადამიანებზე. მაგალითად, თუ ინდექსი R2-ს უდრის, ეს ნიშნავს, რომ ერთი ინფიცირებული ადამიანისგან მხოლოდ ორი სხვა ადამიანი ავადდება.

რა მაჩვენებელი აქვს საბერძნეთს?!

“ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რიცხვის კლება ფიქსირდება, შესაბამისად, R0-ს მაჩვენებელი ქვეყანაში მცირდება. ჩვენ არცერთხელ არ გქვონია განსაკუთრებული ზრდა და არც სამედიცინო პერსონალზე განხორციელებულა ზეწოლა. ეს მიღებული ზომების დამსახურებაა. დღეს საბერძნეთში RO ინდექსი 1-ზე დაბალია. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ნელ-ნელა სუსტდება და საბოლოოდ ქრება. 

იმედი გვაქვს, რომ ამ რიცხვებს შევინარჩუნებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დავგეგმოთ მომდევნო ეტაპი და მომავალი,” განაცხადა ციოდრასმა.

onalem

ტესტ