fbpx
ჯანმრთელობა

სტაბილურდება თუ არა მდგომარეობა საბერძნეთში?! ნახეთ, რამდენი შემთხვევაა დღეს

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. როგორც ჩანს, ბოლო ორ დღესთან შედარებით, მდგომარეობა დასტაბილურდა.

ასევე, დღეს არ გარდაცვლილა არცერთი ადამიანი, საერთო ჯამში კი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი საბერძნეთში 183-ს უდრის.

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 13 პაციენტი, ხოლო 116-მა პაციენტმა, ბერძენი ექიმების დახმარებით, განყოფილების დატოვება და გამოჯანმრთელება შეძლო.

ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირების 3112 ოფიციალური შემთხვევაა გამოვლენილი.

 

onalem

ტესტ