fbpx
კრიმინალი

“ეს ქალი იოანას სახლთან უთვალთვალებდა, 4-ჯერ დავინახეთ, ხელში კი ბოთლი ეჭირა” – ექსკლუზიური ჩვენებები მჟავით თავდასხმის საქმეზე

პოლიცია კიდევ უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვებას ახერხებს, რაც 35 წლის კონსტანტინა ხაძიფოტიუს ბრალეულობას ცხადყოფს. ამჯერად საუბარია მეზობლების ჩვენებებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ დაკავებული იოანა პაპასპირუს სახლთანაც კი უთვალთვალებდა, გარდა მისი სამსახურისა.

კერძოდ, რას ამბობს დაზარალებულის მეზობელი:

“2020 წლის 22 იანვარს ჩემი შვილი უცხო ენების ცენტრიდან დაბრუნდა, დაახლოებით 22:00 საათზე და შეშინებულმა მითხრა, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს ადამიანი საეჭვოდ იქცეოდა, თითქოს იმალებოდა, შავი ტანსაცმელი ეცვა და სახე შარფით ჰქონდა შენიღბული. ასევე მითხრა, რომ ზუსტად იგივე ადამიანი იქ 19:45 საათზეც დაინახა, როდესაც გაკვეთილზე მიდიოდა. მე მაშინვე აივანზე გავედი და როცა დავინახე, მაშინვე ვკითხე, ეძებდა თუ არა რამეს. ჩემი ხმის გაგონებისთანავე იქაურობა სწრაფად დატოვა.

შემდეგ, უკვე 24 იანვარს, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ისევ დაინახა ეს ადამიანი, მაგრამ როცა მე აივანზე გავედი, უკვე წასული იყო.

სამი დღის შემდეგ, 27 იანვარს, ჩემმა მეუღლემ დამირეკა, როცა მე გარეთ ვიყავი და მითხრა, რომ კორპუსის წინ, ამავე გზაზე მიდიოდა იგივე ადამიანი და სხეულის აღნაგობის მიხედვით ფაქტი იყო, რომ ის იყო ქალი. ასევე, ხელში რაღაც ეჭირა, რაც სამედიცინო შრატს ჰგავდა.

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და თებერვლის პირველ რიცხვებში, დაახლოებით 21:00 საათზე სახლში ვბრუნდებოდი, კორპუსთან ჩემი მეუღლე და მეზობელი შემხვდნენ და ძალიან აღელვებულები იყვნენ. მითხრეს, რომ იგივე ქალი ისევ დაინახეს, თუმცა უკვე წასული იყო. 45 წუთის შემდეგ მე გავედი აივანზე და ისევ დავინახე შავებში ჩაცმული ქალი. დავუძახე: “შეიძლება რაღაც გკითხოთ?!”, მაგრამ პასუხი არ გამცა და ფეხს აუჩქარა, ისევ დავუძახე, რას აკეთებდა ჩემი სახლის ქვემოთ ყოველდღე. მიპასუხა, რომ ანგარიშს მე არ ჩამაბარებდა. შემდეგ უკვე ყვირილი დავუწყე, რომ აღარ გაებედა კორპუსთან მიახლოვება და მომაძახა, რომ სადაც უნდა იქ გაივლიდა, რადგან ეს საჯარო სივრცე იყო. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ვნახეთ. შემდეგ უკვე კორონავირუსის პანდემიის გამო გარეთ აღარავინ გადაადგილდებოდა.”

ეს არის ყველაფერი, რასაც იოანას მეზობელი ჰყვება. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ 35 წლის ბრალდებული იოანაზე თავდასხმას მის სახლთან გეგმავდა და თან დაჰქონდა მჟავა, ჯერ კიდევ 22 იანვრიდან მოყოლებული, თუმცა, სავარაუდოდ, გეგმები პანდემიამ ჩაუშალა.

გამომდინარე იქიდანაც, რომ ის ხალხმა შენიშნა, დანაშაულის ჩადენა უკვე მსხვერპლის სამსახურთან გადაწყვიტა და 34 წლის პაპასპირუს მჟავით სახის 93% დაუწვა.

onalem

ტესტ