fbpx
კრიმინალი

27 წლის ბერძენი, რომელიც ათენის ცენტრში დაჭრეს, დეტალებზე საუბრობს

27 წლის მამაკაცმა, რომელიც ათენის ცენტრში სისხლში მცურავი იპოვეს, პოლიციას დეტალურად აღუწერა ექსარხიაში მასზე თავდასხმის მომენტი. ის ვარაუდობს, რომ მძარცველები 25 წლამდე არიან. მან ასევე აღწერა მათი გარეგნობა, რათა პოლიციამ სწრაფი იდენტიფიცირება შეძლოს. დაზარალებული ამბობს, რომ ორივე დამნაშავე სტურნარის ქუჩისკენ გაიქცა.

“გავიგონე, რომ ჩემს უკან ვიღაც მორბოდა, მივბრუნდი, რათა გამეგო, რა ხდებოდა. უცნობს დანა ეჭირა, ზუსტად ჩემს წინ და მეუბნებოდა, რომ ფული მიმეცა. მეორემ ჩემი ჩანთა აიღო და იდაყვში დამარტყა. შემდეგ სახეშიც დამარტყეს და როდესაც მათკენ წავედი დამნაშავემ მარცხენა მხარეს ჩამარტყა,” ამბობს ის.

onalem

ტესტ