fbpx
კრიმინალი

“კაკარანძულა ჩადენილით ამაყობდა, მხოლოდ მაკიაჟსა და თმაზე ფიქრობდა” – აპოსტოლოს ლიტრას

ბერძნული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ იოანა პალიოსპირუზე თავდასხმა და ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესია. საზოგადოება გაოგნებულია ბრალდებული ქალის, ეფი კაკარანძულას დამოკიდებულებით, რომელმაც დარბაზში ერთხელაც არ შეხედა პალიოსპირუს სახეში. ის ჩადენილს არ ნანობს და როგორც იოანას ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრა ამბობს, პირიქით, ის ამაყობს კიდეც იმით, რაც გააკეთა.

“ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ამაყობდა იმით, რაც ჩაიდინა. ერთხელაც არ დაუხრია თავი დაბლა, მხოლოდ თავისი გარეგნობითაც კი, იმის თქმას ცდილობდა, რომ არაფერს ნანობს. “ნახეთ, როგორია ჩემი სახე, შემიძლია ვიყო მოვლილი და შეღებილი. ის მხოლოდ მაკიაჟსა და თმაზე ფიქრობდა, როცა დარბაზში მოდიოდა.

ჩვენ შოკირებულები ვართ მისი არაადამიანური დამოკიდებულებით, მისი აპათიით. ეს არის საშიში პიროვნება. იოანას კი, ეშინია იმის, რომ ერთ დღეს, როცა ბრალდებული ციხიდან გამოვა, სიცოცხლეს მოუსწრაფებს, რადგან მისი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.

იოანას აძლიერებს ის სიყვარული, სოლიდარობა და სითბო, რომელსაც ხალხისგან იღებს, კაკარანძულას მხრიდან კი, არცერთ ადამიანს, მისი ოჯახის არცერთ წევრს ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში მომხდარის გამო, არ დაინტერესებულან მისი მდგომარეობით,” აცხადებს ბატონი ლიტრა.

onalem

ტესტ