fbpx
საზოგადოება

“12 წლიდან ვიცოდი, რომ ნიკო მიკის უკანონო შვილი იყო, რომელიც თავის დამლაგებელთან შეეძინა” – თეოდორაკის ძმისშვილის სკანდალური განცხადება

როგორც უკვე ცნობილია, 45 წლის მამაკაცი, ნიკოს კური აცხადებს, რომ მიკის თეოდორაკის შვილია, რომელიც დიდებულ კომპოზიტორს ქორწინების გარეშე შეეძინა. სასამართლომ სულ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კურის ეკრძალება თეოდორაკის გვარის გამოყენება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დროებითია.

პარალელურად, ბომბივით გასკდა მიკის ძმისშვილის, ანა თეოდორაკის განცადება, რომელმაც თქვა, რომ 12 წლიდან იცოდა, რომ ნიკოს კური ნამდვილად მისი ბიძის შვილი იყო, რომელიც მას თავის დამლაგებელ ქალთან შეეძინა, ცხადია, ქორწინების გარეშე.

“12 წლის ვიყავი, როცა ამის შესახებ მამაჩემმა მითხრა და ისიც დასძინა, რომ არავისთან მეთქვა. მთელმა ოჯახმა იცოდა და საერთოდ, მათ შორის დიდი მსგავსება არსებობს. არ ვიცი, იცოდნენ თუ არა ეს მარგარიტამ და გიორგომ.

მინდოდა, ოჯახისთვის მეთხოვა, რომ დნმ-ის ანალიზი გაეკეთებინათ, რომ დასრულებულიყო ეს ისტორია. მე პირადად მას ვიღებ, როგორც ჩემს ბიძაშვილს. რადგან ბევრი მეკითხება, მე ვამბობ, რომ ჩემი აზრით, ის მიკის ვაჟია,” აცხადებს ანა თეოდორაკი.

 

onalem

ტესტ