fbpx
კრიმინალი

“ძარცვის სცენა დავდგი, რომ ჩემი შვილი მარტო არ დარჩენილიყო” – 32 წლის პილოტი დანაშაულს “ნანობს”

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის პილოტი ეჭვმიტანილად პირველივე წუთებიდან მიიჩნეოდა, თუმცა, პოლიციას არ შეეძლო მტკიცებულებების შეგროვებისა და ერთმანეთზე მიბმის გარეშე დასკვნების გამოტანა.

მკვლელობიდან ამდენი ხნის გასვლის შემდეგ პილოტი პირველად ამჟღავნებს სინანულს, თუმცა, რამდენად რეალურია ის, რასაც აჩვენებს, სადავო საკითხია.

მისი თქმით, მთელი ეს თეატრი იმის გამო დადგა, რომ ფიქრობდა, ბავშვი მარტო არ დარჩენილიყო. მთელი ორი საათის მანძილზე სახლში დადიოდა, ყველაფერი აურია და იქაურობა ძარცვის სცენას დაამსგავსა.

“არ მინდოდა მისი მოკვლა, როცა მივხვდი, რომ გარდაცვლილი იყო, შოკში ჩავვარდი. ძარცვის სცენა კი იმიტომ გავითამაშე, რომ ჩემს შვილზე დავფიქრდი, არ მინდოდა, სრულიად მარტო დარჩენილიყო.”

პოლიცია თხზავდა სხვადასხვა ვერსიებს, რადგან ითვლებოდა, რომ ხარალამბოს ანაგნოსტოპულო შესაძლოა გაქცეულიყო, ვინაიდან არის პილოტი და მისი ფინანსური მდგომარეობა თავისუფლად მისცემდა საშუალებას.

დაკავებულს ბრალად არა მხოლოდ ცოლის მკვლელობა, არამედ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა და პარალელურად, ცრუ ჩვენებების მიცემაც ედება.

პოლიციის ინფორმაციით, ის 8 საათის მანძილზე უარყოფდა დანაშაულს, თუმცა, როდესაც პოლიციამ წინ დაუდო ყველა მტკიცებულება, დანებდა მათ და უთხრა, რომ დეტალურად აღუწერდათ მომხდარს.

onalem

ტესტ