fbpx
კრიმინალისაზოგადოება

სამწლიანი ციხე და 1000 ევრო ჯარიმა ბერძენ მამაკაცს, რომელმაც საკუთარი თანამშრომელი სცემა!

თესალონიკის დამოუკიდებელმა სასამართლომ აღნიშნული საქმე განიხილა და საბოლოო გადაწყვეტილებით ბერძენ მამაკაცს, რომელმაც საკუთარი თანამშრომელი, მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ავად იყო და სამსახური გააცდინა, თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

33 წლის დაკავებული ახალგაზრდა ბიჭს მას შემდეგ ემუქრებოდა, რაც მან დაურეკა და უთხრა, რომ ავადმყოფობის გამო სამსახურში მისვლა არ შეეძლო. ამ დროს დამსაქმებელი შვეიცარიაში იმყოფებოდა და მას დაჰპირდა, რომ დაბრუნებისთანავე მწარედ ანანებდა, რომ გაცდენით პიცერიაში დიდ პრობლემებს უქმნიდა.

ასეც მოხდა… ერთ-ერთ დღეს მსხვერპლმა მის პიცერიასთან ჩაიარა, რა დროსაც 33 წლის მამაკაცი მას თავს დაესხა და სასტიკი დაზიანებები მიაყენა, რომლებიც ნათლად ჩანს ფოტოებზე.

სამწლიანი პატიმრობის გარდა, დამსაქმებელს 1000 ევროს ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

onalem

ტესტ